ვერხველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:19, 21 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვერხველი – (ყოფილი ბერდოხევი), პატარა სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში, თიანეთის რაიონში, მდებარეობს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქუსნოს (ივრის აუზი) ნაპირას.
ნათელი ეტიმოლოგიის მიუხედავად ხალხში გავრცელებულია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სათათრეთში მარცხით დაბრუნებული სარდლისთვის ფაშას უკითხავს: „ვერ ახველიო?“ სინამდვილეში ტოპონიმი ვერხველი მცენარე ვერხვის მიხედვით არის წარმოქმნილი.“ - ვერხვთ-ველი, ვერხვიანველი). ამიტომ მისი ზმნურ „ვერ ახველ“ ფორმასთან დაკავშირება გაუმართლებელია.