ბედერი ვინფრიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:36, 13 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვინფრიდ ბედერი

ვინფრიდ ბედერი (ბოედერი) – (გერმ. Winfried Boeder; დ. 2. IV. 1937, არგაილერი), გერმანელი მეცნიერი, ქართველოლოგი. სწავლობდა ფრაიბურგისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში. ჰამბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი (1967), ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი (1973), ჟურნალ „Revue des Etudes Georgiennes et Caucasiennes“-ის სარედაქციო საბჭოს წევრი (1985), ევროპის ლინგვისტთა საზოგადოების წევრი (1968). იკვლევს ქართულ და სხვა ქართველური ენების გრამატიკული წყობის საკითხებს. მისი ნაშრომებიდან მნიშვნელოვანია „ქცევა ქართულში“, რომელშიც ახლებურად არის განხილული ქართული ენის ამ ურთულესი კატეგორიის გამოხატვის პრობლემა; „და კავშირის ხმარების ზოგიერთი თავისებურების შესახებ ძველ ქართულ სალიტერატურო ენაში“ და სხვ. ბოედერს ეკუთვნის მეტად საინტერესო გამოკვლევა ძველი ქართული ანბანის გრაფიკული სტრუქტურის შესახებ. მისი აზრით, ქართული ანბანის შემქმნელს უხელმძღვანელია გეომეტრიული პრინციპით. აგრეთვე საყურადღებოა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ქართული სპეციფიკურ თანხმოვან ფონემათა შესატყვისი გრაფემები დალაგებულია ბერძნულ საენათმეცნიერო აზრის გათვალისწინებით. ბოედერმა შეისწავლა დაქარაგმების წესები ძველ ქართულში, აგრეთვე ძველი ქართული პუნქტუაცია. გერმანულად თარგმნა თ. გამყრელიძის, გ. მაჭავარიანის, გ. კლიმოვის ნაშრომები. დაინტერესებულია ქართული ფოლკლორის საკითხებით.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები