ენკლიტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:01, 13 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენკლიტიკა – (ბერძ. enklitikē, enklino - ვიხრები), უმახვილო სიტყვა, რომელიც შესიტყვებაში ეკედლება წინმავალ მახვილიან სიტყვას. ასეთია ქართულში ცალკე მდგომი თანდებულები, ნაწილაკები, კავშირები, ზოგი ნაცვალსახელი.

ენკლიტიკა ისევე ბუნებრივია ქართული მეტყველებისთვის, როგორც მისი საპირისპირო შემთხვევა - პროკლიტიკა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სალიტერატურო ენის ისტორიისა და დიალექტების მონაცემებს, ცხადი ხდება ენკლიტიკური პროცესის უპირატესობა. ამ ვარაუდს რამდენიმე მომენტი უჭერს მხარს:
ა) ქართული ენის სიტყვამახვილის ბუნება (მდებარეობა), რომელიც სიტყვის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა;
ბ) ზმნის ანალიზურ ფორმებსა და შედგენილ შემასმენელში მეშველი ზმნის შერწყმის ტენდენცია;
გ) თანდებულების სახელებთან შერწყმის ისტორიულად თვალსაჩინო პროცესი;
დ) ზოგი კავშირისა და ნაწილაკის ენკლიტიკური მიერთება წინამავალ სიტყვასთან (მაგ– მესხური – ღვდელი მოვიყ-ვანო-ნა < მოვიყვანო-უნდა და მისთ).
გასათვალისწინებელია აგრეთვე სხვა ფაქტორებიც – სინტაქსური წყობის მოთხოვნები, სინტაგმატური კავშირები, სიტყვათა სემანტიკური „მიზიდულობა, რომლებიც რიგ შემთხვევებში განაპირობებენ პროსოდიული სურათის არაერთგვაროვნებას.

ფრაზის რიტმიკული სეგმენტაციის თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა და კავშირის ქცევა იმ პოზიციებში, სადაც ენკლიტიკისა და პროკლიტიკისათვის თანაბარი გარემოა შექმნილი, მაგ., ერთგვარწევრებიან წინადადებებში „პაპა და ბებია დღეს სოფელში წავიდნენ“ და „ბებია და პაპა დღეს სოფელში წავიდნენ“. პირველ წინადადებაში ინტონაციურად სიტყვათა კავშირი „პაპა და“ ენკლიტიკური მონაკვეთია და მარცვალთა რაოდენობით, ჩვეულებისამებრ, არ აღემატება მომდევნო მონაკვეთს „ბებია“ და „პაპა“ არაბუნებრივია იმის გამო, რომ ენკლიტიკის შემთხვევაში „ბებია და“ პირველი მონაკვეთი მეტია მომდევნოზე. აღწერილი ვითარება შეინიშნება კომპოზიტების სტრუქტურაში, პოეტურ მეტყველებაში და ა. შ.

ა. არაბული


ლიტერატურა

  • არაბული ა. ენკლიტიკის ბუნებისათვის ქართულში. – კრ: „ვარლამ თოფურია – 100“, თბ., 2001.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები