ნამუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:43, 26 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნამუ – (შუმ.) პირველარსებული წყლის სტიქიონის პერსონიფიკაცია, ზღვაური ქალღმერთი, „უსძლო“ და უქორწინებელი, რომლის საშოში მოქცეული იყო ჯერ კიდევ განუწვალებელი ცა და მიწა, ანუ მთელი სამყარო ქაოტურ მდგომარეობაში. აქედან მისი ეპითეტი – „მშობელი დედა ცისა და მიწისა“, მეორე ეპითეტი – „წინაპარი დედა, მშობელი ურიცხვი ღმერთისა“ ნამუს თეოგონიურ ასპექტს წარმოგვიდგენს. შუმ. ტექსტებში არ არის შემონახული ნამუს კოსმოგონიური ღვაწლის ამსახველი სიუჟეტი.