გიგინეიშვილი ბაქარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაქარ გიგინეიშვილი − (I. III. 1933, ბათუმი, – I. X. 1997, თბილისი), ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1975).

1956 დაამთავრა თსუ, 1959 – ასპირანტურა კავკასიურ ენათა სპეციალობით. 1960-იდან მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში, 1963-იდან სიცოცხლის ბოლომდე – თსუ-ის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრაზე.

გიგინეიშვილი იკვლევდა ქართულ და სხვა ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ძველი ქართული ფილოლ. კავკას. კერძოდ, დაღესტნური ენების, ზოგადი ენათმეცნიერების აქტუალურ პრობლემებს. მონოგრაფიამ, რომელიც მისი სადოქტორო დისერტაცია იყო – „დაღესტნური ენების შედარებითი ფონეტიკა“ (1977) – საერთაშორისო აღიარება მოუტანა როგორც კაეკასიურ ენათა ერთ-ერთ უთვალსაჩინოეს მკვლევარს.

გიგინეიშვილს ეკუთვნის საქართველოსა და უცხოეთში დაბეჭდილი სტატიების სერია, რომელიც ეძღვნება ქართული და სხვა ქართველური ენების ლექსიკას, ფონემატური და გრამატიკული წყობის საკითხებს.

გიგინეიშვილმა დიდი წელილი შეიტანა ქართული ბიბლიის შესწავლასა და გამოცემაში; გამოქვეყნებულია მის მიერ მომზადებული ძველი აღთქმის წიგნების ერთი ნაწილი – „შესაქმე“, „ლევიტელთა“. მუშაობდა გელათის ბიბლიის კატენებზე, შეადგინა და გამოსცა „ძველი ქართული ენის ტაბულები“, X ს-ის მნიშვნელოვანი ძეგლი „შატბერდის კრებული“ (1979. ე. გიუნაშვილთან ერთად).

სიცოცხლის ბოლო წლებში გიგინეიშვილი მუშაობდა მრავალტომიან „ქართული ენის ეტიმოლოგიურ ლექსიკონზე“.

ზ. სარაჯიშვილი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები