Gen. Crocus L. – ზაფრანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 5 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Gen. Crocus L. – გვარი: ზაფრანა

საკმაოდ მსხვილი გვარია, 60-მდე სახეობით. გავრცელებულია ევრაზიის შუა განედში 310-დან 550-ის ჩათვლით. სახეობათა წარმოქმნის ყველაზე მსხვილ ცენტრს წარმოადგენს ხმელთაშუაზღვეთის მთიანეთის ოლქი, აღმოსავლეთით – შუა აზიამდე. გვარი ეკოლოგიურად საკმაოდ კარგადაა დიფერენცირებული, დიაპაზონით კრიოფილური პირობებიდან ალპურ სარტყლამდე, ველებსა და ნახევრად უდაბნოს ოლქებამდე (Колаковский, 1985).

კავკასიაში გვარი 12 სახეობითაა წარმოდგენილი, რომელთაგანაც 6 კავკასიური წარმოშობის ენდემია (Гроссгейм, 1940). საქართველოში იზრდება 6 სახეობა, აქედან 1 კავკასიის და 1 საქართველოს ენდემია (გაგნიძე, 2005).

თბილისის მიდამოებში 2 სახეობა აღინიშნება (მაყაშვილი, 1953).

წყარო

თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები.[[1]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები