აბაშისწყალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბაშისწყალი
აბაშისწყალი (გლაუკი) — მდინარე მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, ტეხურის მარცხენა შენაკადია. სიგრძე 66 კმ, აუზის ფართობი 370 კმ². იწყება ასხის კირქვული მასივის სამხრეთი კალთებიდან. 125 შენაკადი აქვს, მის სათავეს ქმნის მდინარეები რაჩხისწყალი და ტობა, რომლებიც ერთდება სოფელ ბალდის ზემოთ (ზღვ. დ.-დან 325 მ).