თეთრი ვერხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:54, 25 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრი ვერხვი

თეთრი ვერხვი – Populus alba.

მეგრულად – ვეხი.

მსხვილი ფოთოლმცვენი სწრაფმოზარდი ხეა. ხის ტანი მოკლეა 2-3 მ დიამეტრის. ვარჯი ფართოა шатровидная ან პირამიდალური, იწყება მიწის პირიდან. ქერქი გლუვია ბაცი-ვერცხლისფერი ან მონაცრისფრო-მწვანე, მოგრძო ბზარებით ტანის შუა და ზედა ნაწილში. ახალგაზრდა ყლორტები უმთავრესად მომრგვალო, მონაცრისფრო-თეთრია, ქეჩისებრი შებუსვით, ასაკში – მუქი ნაცრისფერი ან შავი, ღრმა ბზარებით. კვირტები წვრილია, კვერცხისებრი, ძველ ყლორტებზე შიშველი და პრიალა, ახალგაზრდებზე – შებუსვილი. ფოთლები სხვადასხვა ფორმისაა, ყლორტებზე – 3-5 – თათისებრ დანაკვთული, ტოტებზე – უფრო პატარა ზომის, ოვალური ან კვერცხისებრი, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, შიშველი, ქვედაზე – მოვერცხლისფრო-ქეჩისებრი; ყუნწები მოკლეა, ცილინდრული, შებუსვილი. ყვავილები პატარა ზომისაა, უფერული, ერთსქესიანი, ორსახლიანი, მფარავი ქერქლების იღლიებშია განლაგებული და მჭადებად შეკრებილი. ნაყოფი პატარა ზომის კოლოფია, მომწიფებისას ორი საგდულით იხსნება. თესლი წვრილია, მრავალი, ბეწვით აღჭურვილი. ყვ. III-IV; ნაყ. VI.

იზრდება ზღვის სანაპირო ზოლში, ასევე გავრცელებულია კულტურში. მოყვანილია კოლხეთისათვის. ქერქი ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, მადეზინფიცირებელი, შემკვრელი, შარდმდენი და მატონიზირებელი მოქმედებით. ქერქი შეიცავს სალიცილატებს (ქიმიური ნივთიერება, რომლებიც წარმოადგენენ ასპირინისა და სხვა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ძირითად კომპონენტს). ქერქისგან მიღებული პრეპარატები გამოიყენება შინაგანადრევმატიმის, ართრიტის, ნიკრისის ქარის, წელის ტკივილების, შარდსასქესო სისტემის, ღვიძლის, სკვებმომნელებელი სისტემის დაავა¬ დებებისას, აგრეთვე სისუსტის, ანორექსიის, მაღალი ტემპერატურისა და მენსტრუალური ტკივილებისას. გარეგანად ქერქს იყენებენ ბუასილის, ინფიცირებული ჭრილობებისა და დაჭიმულობისას. ფოთლები გამოიყენება კბილების კარიესის და ძვლების სამკურნალოდ. მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენს ცხოველებისათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები