აჭარული დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:37, 24 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჭარული დიალექტიქართული ენის დიალექტი. გავრცელებულია აჭარაში და ისტორიული აჭარის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული, აგრეთვე გურიის რამდენიმე სოფელში (სოტი, ჩხაკოურა, ქვაბღა). XX ს. ბოლოს სტიქიური მოვლენების გამო მოხდა მთიანი აჭარის მკვიდრთა მიგრაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

აჭარული დიალექტი იყოფა ზემო- და ქვემოაჭარულ კილოკავებად. არის ტენდენცია ქვემოაჭარულიდან ქობულეთური კილოკავის გამოცალკვვებისა. კილოკავები ძირითადად ხეობათა მეტყველების მიხეღვით ნაწევრდება თქმებად და ქცევებად. აჭარული დიალექტის თავისებურებანი განაპირობა ჯერ ზანური ენის, შემდეგ მესხურ-კლარჯული და გურული დიალექტების გარემოცვამ, ბოლოს თურქული ენის ზეგაელენამ.

აჭარული დიალექტის ფონეტიკურ ინვენტარში დასტურდება ნახევარხმოვნები Afx.JPG და გრძელი ხმოენები AEIOU.JPG რომლებიც ფონეტიკურ ცვლილებათა შედეგად მიიღება და შესაბამის ფონემათა ვარიანტებს წარმოადგენს. ქვემოაჭარულისათვის ნიშანდობლივია სუსტი რ ბგერა (ლაზურის მსგავსი), რომელიც შეიძლება უკვალოდ დაიკარგოს (თანხმოვნებს შორის, თავკიდურში თანხმოვნის წინ) ან შეერწყას მეზობელ ხმოვანს და შესძინოს საკომპენსაციო სიგრძე: KO RKO.JPG

ხმოვანკომპლექსთა ცელის პროცესები აჭარულ დიალექტში ხასიათდება ერთხმოვნობისაკენ მიდრეკილებით, რაც საბოლოოდ გრძელი ხმოვნებისა და დიფთონგების შექმნის შესაძლებლობაში აისახება. სიტყვის თავკიდურში ხშირად აქვს ადგილი ასიმილაციის გზით მიღებელ იდენტურ ხმოვანთა შერწყმას:ფაილი:OUUU UUU.JPG

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები