ქართული მუხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:01, 23 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული მუხა

ქართული მუხა - (Quercus iberica Steven ex M. Bieb. = Quercus petraea subsp. Iberica [Steven ex M. Bieb.] Krassiln.);
ოჯახი: წიფლისებრნი (Fagaceae).
მეგრულად – ჭყონი.

საშუალო სიმაღლის ხემცენარეა, მოწითალო-მურა ან მუქი რუხი ფერის ერთწლიანი ტოტებით, რომელიც ნორჩობაში შებუსულია, შემდეგ – შიშველი. ფოთლები ტყავისებურია, მოყვანილობით უკუკვერცხისებურია, ზემოდან – პრიალა მწვანე, ქვედა მხარეს – მკრთალი მწვანე ფერის, თხლად და ნაცრისფრად შებუსული და შიშველი; ფოთლის კიდეები მოკლენაკვთებიანია ან თითქმის მსხვილკბილა, 8-10 წყვილი თითოეულ მხარეს; ნაკვთები ბლაგვია ან წვერში შევიწროებული; ძარღვები ფოთლის ქვედა მხარეს კარგადაა გამოსახული. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში. კახეთში ქმნის მუხნარი ტყის სარტყელს. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

უძველესი დროიდან მუხა ცნობილი იყო სამკურნალო თვისებებით. სამკურნალოდ იყენებენ ქერქს, ფოთლებს და ნაყოფებს. მუხის ქერქის ძირითად კომპონენტს მთრიმლავი ნივთიერებები წარმოადგენს, რომლებიც წარმოებულია გალისა და ელაგის მჟავებისაგან. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის პენტაზონები, პექტინოვანი ნივთიერებები, შაქარი, კვერცეტინი, სახამებელი, ლევულინები.

ყველაზე ცნობილია მუხის ქერქის შემკვრელი მოქმედება, რასთანაც ასოცირდება ანთების საწინააღმდეგო თვისებები. გარდა ამისა, ქერქი ხასიათდება ვირუსების საწინაღმდეგო, ანტიპროტოზოული და ანტისეპტიკური ეფექტით. მას შესწევს უნარი შეამციროს მემბრანის შეღწევადობა, ავლენს სხივების საწინააღმდეგო და ანტიჰემორაგიულ მოქმედებას. აძლიერებს კუჭის მოტორიზებას და ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას. გამოიყენება სტომატიტის, გინგივიტის, ფარინგიტის, ტონზოლიტის, პირიდან უსიამოვნო სუნის, დამწვრობების, ინფიცირებული ჭრილობების, ნაწოლების, კოჟრების, ტერფების ჰიპერჰიდროლიზისა და ბუასილის სამკურნალოდ. მუხა შედის სხვადასხვა სახის სასარგებლო მალამოების, მშრალი ნაკრებების შემადგენლობაში.

ძვირფასი და მაგარი მერქნით ხასიათდება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები