პუასონის განტოლება
პუასონის განტოლება – კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლება ∆2 u=f, სადაც ∆2
როცა n = 3, ამ განტოლებას აკმაყოფილებს მოცულობითი მასების u(x,y,z) პოტენციალი, რომელიც განაწილებულია f(x,y,z)/4π სიმკვრივით იმ არის შიგნით, რომელსაც ქმნიან ამ პოტენციალის შემქმნელი მასები, აგრეთვე ელექტრული მუხტების მოცულობითი განაწილების პოტენციალი. იმ არეებში, სადაც f=0, u პოტენციალი აკმაყოფილებს ლაპლასის განტოლებას ∆u=0.
პუასონის განტოლების სასაზღვრო ამოცანის ამოხსნა u=v+w ჩასმით დაიყვანება ლაპლასის ∆2 w=0 განტოლების სასაზღვრო ამოცანების ამოხსნამდე.
პუასონის განტოლება წარმოადგენს ელიფსური ტიპის არაერთგვაროვანი განტოლების მაგალითს, რომელიც პირველად განიხილა ს. პუასონმა (1812).
არსებობს პუასონის განტოლების ამოხსნის სხვადასხვა მეთოდი: რიცხვითი მეთოდი, პროექციული მეთოდი, სასრულ სხვაობათა მეთოდი და სხვ.