სტეფანე ბანახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბანახი სტეფანე (1892 – 1945). პოლონელი მათემატიკოსი. თანამედროვე ფუნქციონალური ანალიზის ერთ – ერთი შემქმნელი. ბანახის სახელს უწოდებენ ვექტორულ სივრცეს, რომელშიც საფუძვლიანად შეისწავლება წრფივი ფუნქციონალებისა და ოპერატორების თვისებები. ბანახის ძირითადი ნაშრომია „წრფივ ოპერაციათა თეორია“.