ბაკურ (სვანთა ერისთავი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:07, 13 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაკურ - სვანთა ერისთავი X ს-ის მიწურულში. იხსენიება ფაყის ხატის წარწერაში: „ვინებე მე, მონამან მათმან ვარდან, სულკეთილისა ერისთავთ-ერისთავისა ბაკურის ძემან, შექმნად ამის ხატისად“. გ. ჩუბინაშვილი ფაყის ხატს გამორჩეულად არქაული ნიშნებით ათარიღებს X ს-ით. მისი ვარაუდით, ერისთავ ბაკურის ძე ვარდანი, შესაძლოა, იყოს ის პირი, რომელმაც სათავე დაუდო სვანთა ერისთავი ვარდანისძეების დინასტიას.
წყაროები და ლიტერატურა
Чубинашвили 1959: 415; მესხია1979: 124; სილოგავა 1988: 181.
ბაკური მრავალმნიშვნელოვანი |
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში