მხაზველობითი გეომეტრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:22, 10 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხაზველობითი გეომეტრიაგეომეტრიის დარგი, რომელიც საგანთა სივრცულ ფიგურებს სწავლობს მათი სიბრტყეზე ასახვის მეშვეობით.

მხაზველობითი გეომეტრია გამოიგონა გ. მონჟმა XVIII ს-ის 60-იან წლებში. მანვე მისცა ამ მეცნიერებას სახელწოდება geometric descriptive, ე. ი. „აღწერილობითი გეომეტრია“ მხაზველობით გეომეტრიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნახაზებს, რომლებიც მიიღებიან მოცემული ფიგურის დაგეგმილებით სიბრტყეზე, ე. ი. გეგმილურ ნახაზებს. მხაზველობითი გეომეტრიის სახელმძღვანელო კურსი დაიბეჭდა მხოლოდ 1795 წელს, ხოლო წიგნის სახით გამოიცა 1798 წელს. წიგნის ადრე გამოქვეყნებას ხელს უშლიდა საფრანგეთის სამხედრო ხელისუფლება, რომელსაც სურდა საიდუმლოდ შეენახა ეს აღმოჩენა.

მხაზველობითი გეომეტრიის მეცნიერული საფუძვლების დამუშავებაში გ. მონჟთან ერთად დიდი ღვაწლი მიუძღვის ჟ. დეზარგს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები