არსენ ბერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:45, 24 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსენ ბერი – (XI–XII სს.), საეკლესიო მოღვაწე, დავით IV აღმაშენებლის მოძღვარი. მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში.არსენ ბერის მიერ არის შედგენილი დავითის ანდერძი შიომღვიმისა და, სავარაუდოდ, გელათისადმი. იგი არა მარტო ამ საბუთების შემდგენელია, არამედ მეფის ანდერძის ერთ-ერთი აღმსრულებელიც.

აარსენ ბერმა დავით მეფის დავალებით შიომღვიმეში ღვთისმშობლის ეკლესია ააგო. მასვე დაუდგენია ლავრისათვის სამონასტრო წესი და განგება. რაც შეეხება გელათისადმი მიძღვნილ ანდერძს, აქ მეფე არსენ ბერს უბარებს, რომ კათოლიკოსთან ერთად გამოარჩიოს მის მიერ შეწირული ადგილ-მამულები გელათისათვის. ქართულ ისტორიოგრაფიაში არსენ ბერს თვლიან რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერის, ასევე ამ კრების სახელით დავითისადმი მიძღვნილი შესხმა-ხოტბისა („მეფესა დავითს მონაზონი არსენი“) და წმ. ნინოს „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქციის ავტორად. იგი არის ანდრია კრიტელის დიდი კანონის მთარგმნელი. ქართველ მეცნიერთა ერთი ჯგუფი (ს. კაკაბაძე, კ. კეკელიძე, ჯ. ოდიშელი) თვლის, რომ არსენ ბერის მიერ დაწერილია დავით აღმაშენებლის მეფობის ისტორია „ცხოვრება მეფეთმეფისა დავითისი“. ისინი ამ თხზულებებში და იურიდიულ საბუთებში ხედავენ სტილისტურ, შინაარსობრივ და მსოფლმხედველობრივ მსგავსებას. მკვლევართა ნაწილი (თ. ჟორდანია, ზ. ჭიჭინაძე, ა. ხახანაშვილი, ი. ლოლაშვილი) არსენ ბერს არსენ იყალთოელთან აიგივებს.

ა. გოგოლაძე

Logo1.JPG არსენი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები