არსენ II
არსენ II - (X საუკუნე). ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, ქართლის კათოლიკოსი.
მკვლევართა აზრით, მან აღწერა ასურელ მამათა – იოანე ზედაზნელის, იესე წილკნელის და შიო მღვიმელის ცხოვრება. ეს თხზ. „ასურელ მამათა ცხოვრების“ მოკლე რედაქციაა. XI-XII სს. იგი მეტაფრასულ ყაიდაზე შეუვსიათ და განუვრციათ. ჯუანშერის თხზულების, „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“, ერთ-ერთი ჩანართი გვამცნობს, რომ ასურელ მამათა მოსვლიდან 420 წ. შემდეგ მათი მოღვაწეობა „გამოკითხა და გამოიძია წმიდამან მამამან ჩუენმან, არსენი ქართლისა კათალიკოსმან“. კ. კეკელიძის აზრით, ეს კათოლიკოსი იყო სწორედ არსენ II, „კაცი განათლებული და მწიგნობარი“.
ზ. აბაშიძე
თხზულებები
ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები. ი. აბულაძის გამოც., თბ., 1955.
ლიტერატურა
კეკელიძე კ.; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
არსენი მრავალმნიშვნელოვანი |