მაჩაბელი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:25, 17 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაჩაბელი დავით – (1814–1873), პოეტი. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. მეგობრობდა ნ. ბარათაშვილს და მ. თუმანიშვილს. იყო ერთ-ერთი ინიციატორი „თბილისის გიმნაზიის ყვავილის“ და ხელნაწერი ანთოლოგიის გამოცემისა. მონაწილეობდა 1832 წ. შეთქმულებაში.

გიმნაზიის დასრულების (1835) შემდეგ უბრალო მოხელედ მსახურობდა თბილისის მთავარმმართველობაში, შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო. (1839 წლამდე). დ. მაჩაბელის პირველი ლექსი „თოვლი“ (გამოქვეყნდა 1832 წ. ჟურნალში „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“) ალეგორიული ხასიათისა იყო და ამხილებდა არსებულ სოციალურ უთანასწორობას. დ. მაჩაბელის ლექსებს, რომლებიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იბეჭდებოდა „ცისკარში“, ახასიათებს კლასიცისტური ლიტერატურის მანერულობა (თუმცა მის ლირიკაში რომანტიკული განწყობილებაც შეიმჩნევა). შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული და პატრიოტიზმი. დ. მაჩაბელი ავტორია ისტორიული პოემისა „მთიული“, რომელშიც აღწერილია რუსეთის ჯარების მიერ ადლერის აღება. აღსანიშნავია დაუმთავრებელი თხზულება „ქართველთ ზნეობა“ (1864), რომელშიც ავტორი ახასიათებს ქართულ ხალხურ სიმღერებს, მიმოიხილავს მის ისტორიას და ქართული გალობის საკითხებს.


ლიტერატურა

  • ა. მახარაძე, დავით მაჩაბელი, წიგნში ქართული რომანტიზმი, 1960;
  • ნ. ალანია, XIX ს. პირველი ნახევრის ქართული პოემა, 1964.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები