პლასტიკურობის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:47, 13 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პლასტიკურობის თეორია – მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მყარი სხეულის დეფორმაციას დრეკადობის ზღვარს ზემოთ.

პლასტიკურობის თეორია იხილავს პლასტიკური დეფორმაციის პროცესში სხეულში აღძრული ძაბვებისა და დეფორმაციების განაწილების განსაზღვრის მეთოდებს. მისი ძირითადი ამოცანაა დაადგინოს კავშირი იმ ტენზორულ სიდიდეებს შორის, რომლებიც განსაზღვრავენ მასალის რთულ დაძაბულ და დეფორმირებულ მდგომარეობას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორიაა მცირე დრეკად-პლასტიკური დეფორმაციების თეორია, რომელიც ამყარებს თანაფარდობას ძაბვის ინტენსიურობას (σi) და იმავე წერტილში დეფორმაციის (εi) ინტენსიურობას შორის.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები