მათემატიკური სტატისტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:35, 10 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მათემატიკური სტატისტიკა – მათემატიკის დარგი, რომელიც მეცნიერული და პრაქტიკული დასკვნებისათვის სტატისტიკურ მონაცემთა სისტემატიზაციის, ანალიზისა და გამოყენების მეთოდებს შეისწავლის.

მათემატიკური სტატისტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ალბათობათა თეორიასთან. ალბათურ კანონზომიერებებს დაქვემდებარებული შემთხვევითი მოვლენების სტატისტიკური შესწავლა გულისხმობს სტატისტიკური მონაცემებით ამ კანონზომიერებათა დადგენას, რისთვისაც იყენებენ ისეთ დარგებს, როგორიცაა: ალბათობის განაწილების სტატისტიკური შეფასების თეორია, ალბათურ ჰიპოთეზათა სტატისტიკური შემოწმების თეორია და ა.შ., რომლებიც ალბათობის თეორიას ემყარებიან.

მათემატიკური სტატისტიკის საწყისები უკვე იაკობ ბერნულის, ლაპლასისა და პუასონის შრომებში გვხვდება (XVII-XIX სს). ამ დარგის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კ. გაუსის, ა. მარკოვის, ა. კეტლეს, ფ. გალტონისა და კ. პირსონის ნაშრომებს. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მათემატიკური სტატისტიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ინგლისისა და ამერიკის სკოლის წარმომადგენლებმა. მათ შორის არიან: ინგლისელები სტიუდენტი (უ. გოსეტის ფსევდონიმი), რ. ფიშერი, კ. პირსონი; აშშ -დან ჯ. ნეიმანი, ა. ვალდი; რუსეთიდან ვ. რომანოვსკი, ე. სლუცკი, ნ. სმირნოვი, ს. ბერნშტეინი, ი. ლინიკი, ლ. ბოლშევი.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები