ყვავსაყდარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:09, 2 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყვავსაყდარა – ეკლესია სოფელ ენისელში. უკავშირდება ამავე სახელწოდების თქმულება. ყანაში მომუშავე გლეხებს შხამიანი გველისაგან მოწამლვა მოელოდათ. ყვავმა ისინი სიკვდილს გადაარჩინა. თვითონ კი დაიღუპა. მადლიერმა ხალხმა ყვავის დაღუპვის ადგილას ეკლესია ააგო და მისი სახელი უწოდა. ამგვარი ტოპონიმები საქართველოს სხვა კუთხეებშიც გვხვდება.

ნ. შამანაძე



ლიტერატურა

ხალხური სიბრძნე, III, 1964.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები