თურქისტანიშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თურქისტანიშვილი დავით (დაუთ) (XVII-XVIII სს.) — მწიგნობარი, არჩილ მეფის მიერ ვსესვიატსკოეში დაარსებული კულტურული კოლონიის წევრი. 1705-06 წლებში გადაწერა „არჩილიანი“, ხოლო 1701-06 წლებში გივი თუმანიშვილთან ერთად შეადგინა არჩილის თხზულებათა სრული კრებული.