ჰერონის ფორმულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰერონის ფორმულა – ფორმულა, რომელიც სამკუთხედის ფართობს გამოსახავს მისი სამი გვერდის საშუალებით. თუ სამკუთხედის გვერდების სიგრძეებია a, b და c, ხოლო მისი ფართობია S, მაშინ სადაც p არის სამკუთხედის ნახევარპერიმეტრი p=(a+b+c)/2. სახელი ეწოდა ძველი ბერძენი მეცნიერის ჰერონის პატივსაცემად, რომელიც მოღვაწეობდა ალექსანდრიაში (ჩვ. წ. I ს).