ელეგია (პოეზიის ჟანრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:53, 22 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელეგია – მწუხარების გამომხატველი ლირიკული ლექსი, რომელიც წარმოშობით საწესო პოეზიიდან მომდინარეობს. და სამგლოვიარო ლექსის განვითარების თავისებურ სახეს წარმოაოგენს. გუნდური შესრულებიდან ელეგია ინდივიდუალურ შემსრულებელზე გადავიდა. სევდიან განწყობილებას სახალხო მგოსანი მხატვრული სიტყვების საშუალებით გადმოსცემს:
- გულო, ჯავრისგან მოკლულო,
- რა დაგაყარო წამალი...
ხალხური ელეგია მრავალფეროვანია: მორალური, სამიჯნურო და პოლიტიკური. ელეგიის გვერდით თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ფილოსოფიურ ელეგიას.
გ. შეთეკაური
ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი. ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956, გვ. 339--342;
- ხალხური სიბრძნე, IV, 1965, გვ. 455.