ბჰარატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:33, 18 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბპარატა – ინდოეთში პროფესიონალი მთქმელ-შემსრულებელი, მომღერალი. მსგავსად კობზარისა, აედებისა, ბჰარატები ინდოეთში ფოლკლორული ტრადიციების უმნიშვნელოვანეს მატარებლად გვევლინებია. მათი რეპერტუარი მრავალფეროვანია: ასრულებენ საგმირო, საისტორიო და საწესჩვეულებო სიმღერებს ინდოელთა რწმენით, ბჰარატას ზებუნებრივი ძალა გააჩნია. თუ ბჰარატა ქარავანს მიჰყვება, მეკობრეები თავდასხმას ვერ გაბედავენ, და სხვ.
ჯ. ბარდაველიძე
ლიტერატურა
მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. სიტყვიერების ისტორია, 1956.