ციხეგორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 18 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ციხეგორი – წაგრძელებული გორა ფშავსა და ხევსურეთის (ლიქოკის) სოფელ აკუშოს შორის, სადაც კოპალას მთავარი სალოცავია. აქ კოპალას დღესასწაულზე ერთმანეთს ხვდებიან ფშავისა და ხევსურეთის ხუცესები, კლავენ საკლავს და კოპალას სახელით დაილოცებიან.
ანდრეზის თანახმად, ციხეთგორი და მისი მიმდებარე ადგილები დევებს სჭერიათ, მაგრამ კოპალასთან ასპარეზობაში დამარცხების შემდეგ დევებმა დატოვეს იგი და გადაიხვეწენ. აქ ყოფილა მათი სამეფოს სატახტო, აქ მჯდარან მათი მეფე-დედოფალი მუსა და ბეღელა.