გნესინა ელენე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:45, 19 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გნესინა ელენე ფაბიანეს ასული - (18. V. 1874, დონის როსტოვი, – 4. VI. 1967, მოსკოვი), პიანისტი, პედაგოგი, რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1893 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია. იგი იყო მოსკოვის სამუსიკო სასწავლებლისა (1895-იდან) და გნესინების სახელობის მუსიკალური პედაგოგიური ინსტიტუტის (1944-იდან) პროფესორი, ერთ-ერთი დამაარსებელი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")