განზომილება (მათემატიკაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განზომილება – მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა შ ი – რიცხვი, რომელიც ტოლია ერთისა, თუ ფიგურა წარმოადგენს წრფეს, ორის – თუ ფიგურა წარმოადგენს ზედაპირს, სამისა – თუ ფიგურა წარმოადგენს სხეულს.

ანალიზური გეომეტრიის თვალსაზრისით ფიგურის განზომილება უდრის კოორდინატთა რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამ ფოგურაზე მდებარე წერტილის განსაზღვრისათვის. მაგალითად, წერტილის მდებარეობდა წირზე განისაზღვრება ერთი კოორდინატით, ზედაპირზე – ორით, სამგანზომილებიან სივრცეში – სამით.

XIX ს-ის შუა წლებამდე გეომეტრია სწავლობდა მხოლოდ პირველი სამი განზომილების ფიგურებს. მრავალგანზომილებიანი სივრცის ცნების განვითარების შედეგად XIX ს-ის მეორე ნახევრიდან გეომეტრია შეისწავლის ნებისმიერი განზომილების ფიგურებს.


ფ ი ზ ი კ ა შ ი – ფიზიკური სიდიდეების დამოკიდებულების ფორმა იმ სიდიდეებზე, რომლებიც მიღებულია ძირითად სიდიდეებად. ყველაზე უფრო მიზანშეწონილია ამ დამოკიდებულების გამოსახვა L სიგრძის, M მასისა და T დროის მიხედვით. მათემატიკური ფორმულის შესაბამისად ფართობს აქვს განზომილება L2, მოცულობას – L3, სიჩქარეს – LT-1, აჩქარებას- LT-2. იმისათვის, რომ განზომილების ფორმულები განასხვაონ სათანადო ფიზიკური დამოკიდებულების გამომსახველი ფორმულებისაგან, იყენებენ კვადრატულ ფრჩხილებს. მაგალითად [L2], [LT-1] და ა. შ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები