რადიუს-ვექტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:33, 9 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რადიუს-ვექტორი – სივრცის ნებისმიერი P წერტილის რადიუს-ვექტორი ეწოდება Matem005.png ვექტორს, რომლის სათავე ემთხვევა რაიმე ფიქსირებულ 0 წერტილს (პოლუსს), ხოლო ბოლო - P წერტილს.

0 წერტილი ჩვეულებრივ წარმოადგენს კოორდინატთა პოლარული სისტემის პოლუსს ან დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემის სათავეს.

დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში სივრცის ყოველი Dasius-v003.png წერტილი შეიძლება მოცემული იყოს თავისი რადიუს–ვექტორით:

Radius003.png

Radius005.png ვექტორი განსაზღვრავს გადატანით გარდაქმნას, რომელსაც წერტილი გადაჰყავს კოორდინატთა 0 სათავიდან P წერტილში. საბაზისო Veqt029.png ვექტორები არიან ერთეულოვანი ვექტორები, რომელთა მიმართულებაც შესაბამისად ემთხვევა მოცემულ დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემის 0x, 0y, 0z ღერძების მიმართულებებს.

ტერმინი „რადიუს-ვექტორი“ ეკუთვნის ო. კოშის (1853); მასვე ეკუთვნის წარმოდგენა: Radius009.png


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები