აკერმანი კონრად

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:21, 16 ივლისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონრად აკერმანი

კონრად აკერმანი − (1710-1771), გერმანელი კომიკოსი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე.

თავის გმირებს და პერსონაჟებს აკერმანი ნაციონალური ფერებით, კოლორიტით ამდიდრებდა. შიონემანის დასში ყურადღება მიიქცია. ცოლად შეირთო სოფი შრიოდერი და მასთან ერთად წამოვიდა შიონემანის დასიდან. ხუთი წელი რუსეთში მუშაობდა. 1764 წლიდან აკერმანი ჰამბურგში, კოხის ადგილს იკავებს და იწყებს თეატრის შენებას. აკერმანმა ეკჰოფის დასი კიდევ უფრო გაზარდა. იგი, ეკჰოფთან ერთად, ლაიფციგის სკოლის მოწინააღმდეგეა და მსახიობის თამაშში რეალისტური ხერხების დამკვიდრებისათვის იღვწის.

აკერმანის თეატრში ხშირად იდგმებოდა ოპერები და ბალეტები, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. აკერმანი გაკოტრდა, მაგრამ მას გვერდში უდგება დაბხელს უწყობს დრამატურგი ლიოვენი, რომელიც ჰამბურგის თეატრს ქმნის. აკერმანი ნაციონალური რეპერტუარის დამკვიდრებისათვის მებრძოლი ჰამბურგის თეატრის მსახიობი ხდება. ლესინგმა ეკჰოფში თანამოაზრე დაინახა. მოგვიანებით ჰამბურგის თეატრი დაიშალა და ორად გაიყო. ერთი ნაწილი, აკერმანის ხელძღვანელობით, ჰანოვერში გადადის, მეორემ კი, ეკჰოფის ხელმძღვანელობით, გერმანიაში დაიწყო მოგზაურობა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები