ლესინგი გოთჰოლდ ეფრაიმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 15 ივლისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოთჰოლდ ეფრაიმ ლესინგი

გოთჰოლდ ეფრაიმ ლესინგი − (გერმ. Gotthold Ephraim Lessing, 1729-1781), გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი.

სიჭაბუკის წლებში ბაძავდა ანტიკური კომედიის ნიმუშებს და „ცრემლიან კომედიას“. როგორც პუბლიცისტი იბრძოდა ხელოვნების ხალხურობისათვის, გმობდა ფრანგულ კლასიციზმს, ქადაგებდა გერმანიის გაერთიანებას. 1754 წ. დაწერა ნაშრომი „მსჯელობანი ცრემლიან ანუ მგრძნობიარე კომედიის შესახებ“, სადაც გაილაშქრა ამ სახეობის დრამატურგიის წინააღმდეგ. მან პირველმა გერმანელ განმანათლებლებს შორის, სცენაზე გამოიყვანა ბიურგერი. მან პირველმა შექმნა სოციალური დრამა „მის სარა სამპსონ“. 1766 წ. დაასრულა მუშაობა თეორიულ ნაშრომზე „ლაოკოონი ანუ ფერწერისა და პოეზიის საზღვრების შესახებ“.

ჰამბურგის ნაციონალურ თეატრში მოღვაწეობისას ქმნის „ჰამბურგის დრამატურგიას“. „ჰამბურგის დრამატურგიაში“ (1767-1769) ლესინგმა რეალიზმის თეორია ჩამოაყალიბა, რომელიც გერმანიის ეროვნული რეალისტური დრამატურგიის და თეატრის განვითარების თეორიულ საფუძველს წარმოადგენდა. ლესინგმა

1767 წ. დაწერა პირველი გერმანული ყოფითი კომედია „მინა ფონ ბარნჰელმი, ანუ ჯარისკაცის ბედნიერება“.

პიესები: „დამონი“, „ქალთმოძულე“, „შინაბერა“, „ახალგაზრდა სწავლული“, „ებრაელები“, „თავისუფლად მოაზროვნე“ „განძი“, ცხოვრების ბოლო წლებში კიდევ ორი პიესა დაწერა: „ემილია გალოტი“ (1772) და „ნათან ბრძენი“ (1779). ამას თუ მივუმატებთ „ვოლფენბიუტელურ ფრაგმენტებს“ (1774-1778) და ნიკოლაისადმი წერილებს, მნიშვნელოვანს თეატრმცოდნეობითი თვალსაზრისით, ეს იქნება ლესინგის მთელი ლიტერატურული დანატოვარი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები