სასრული და უსასრულო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:24, 7 ივლისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასრული და უსასრულო – სასრულია ყოველი შემოსაზღვრული ნივთი, პროცესი ან მოვლენა, რაც მჟღავნდება მისი ზღვარდებული არსებობით დროსა და სივრცეში, ან მისი რაოდენობრივი და თვისებრივი მრავალფეროვნების ამოწურვადობით. ამის საპირისპიროდ უსასრულობაა საზღვრების არარსებობა და საგნის რაოდენობრივ და თვისებრივ მახასიათებელთა უსაზღვრობა.

შემეცნების პროცესში უსასრულო ობიექტების აზრობრივი განხილვა არის გარკვეული აბსტრაქცია, რადგან უსასრულობა არ შეიძლება იყოს ემპირიულად განცდადი. ლოგიკასა და სიმრავლეთა თეორიაში სასრულისა და უსასრულოს ცნებები მოდელირდება სასრული და უსასრულო სიმრავლეთა ცნებებით.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები