ათვლის სისტემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ათვლის სისტემა – სხეულთა უცვლელი სისტემა, რომლის მიმართაც განისაზღვრება გამოსაკვლევი სხეულების მდებარეობა და რომელშიც აღინიშნება დროის სათანადო მომენტი. ათვლის სისტემასთან უძრავად აკავშირებენ კოორდინატთა სისტემას (მაგალითად, მართკუთხა კოორდინატთა სისტემას).