იტალიური მანდარინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:14, 20 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იტალიური მანდარინი - გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, ჩრდილო აფრიკაში, ინდოეთში და სხვაგან. ის საქართველოში შემოტანილია XIX საუკუნის მიწურულში. ნაკლებად ყინვაგამძლეობისა და გვიანი მწიფობის გამო ჩვენში ვერ ჰპოვა სამრეწველო გავრცელება. ზოგი მეცნიერის აზრით ის წარმოადგენს, პონკანის მუტაციას.

მცენარე წარმოადგენს მეტად დატოტვილ და უხვად შეფოთლილ წესიერ პირამიდულ ხეს. ტოტები მახვილკუთხოვანი და ეკლიანი აქვს. ხე საშუალო სიმაღლისაა. მუხლთაშორისები მოკლეა, არა უმეტეს 2 სმ-ისა; იცის პატარა, კონუსისებრი კვირტები. ფოთლის ფირფიტა პატარაა და ორივე მხარეს წამახვილებული. ყუნწი, პატარაა, ვიწრო, შემორკალულფრთიანი.

პატარა ყვავილები თითო-თითოდ სხედან. გვირგვინი ყვავილის გაშლის დროს სწორფურცლიანია; ფოთლებზე და გვირგვინის ფურცლებზე მოთავსებულია მრავალი ეთერზეთოვანი ჯირკვალი, რომელთაც ახასიათებს თავისებური სპეციფიკური, ქინძის სუნისმაგვარი სურნელება.

ნაყოფი მრგვალი, ოდნავ კონუსისებრი და საშუალო სიდიდისაა, დიამეტრი 4,5–5,5 სმ-დე, წონა 75 გრ-მდე. ნაყოფი მუქი ყვითელია, ფუძისაკენ სიწითლე გადაჰკრავს. ზედაპირი გლუვი და არათანაბარია, ნაყოფის წვერი ცოტა ხორკლიანია, ხოლო ცენტრში მოსწორებული ადგილი აქვს. ბუტკოს კვალი ძლიერ პატარაა; ფუძე მახვილია და ძუძუსთავისმაგვარად ამოწეული, აქა-იქ ბორცვიანია. ნაყოფს სუსტი, ცხარე, სპეციფიკური სურნელება ახასიათებს.

კანი, რომელსაც ქვედა ფენა მოთეთრო აქვს, მკვრივი აღნაგობისაა და მჭიდროდ არის მასთან დაკავშირებული. გემო სპეციფიკური, მწარე, გულის ღერძი შეკრულია, სიღრუე – 0,5 სმ. დიამეტრით. სეგმენტები 9–10-ია, თანაბარი, მკაფიო მახვილსოლისებრი და მუქი ნარინჯისფერი ხორცით, როგორც ურთიერთთან, ისე კანთან მჭიდროდ დაკავშირებული. მოკლე, ბოლოსაკენ წაწვრილებული საწვნე უჯრედები უხვწვნიანია. აპკი სქელია, მაგრამ არაუხეში.

თესლი მწვანე ლებნებიანი და მრავალი. საფარი ქალაძასთან – მოვარდისფერო-ყავისფერია.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები