ჭაჭუნას აღკვეთილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:57, 20 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭაჭუნას აღკვეთილი - ჭაჭუნა ქიზიყში, ისტორიულ კამბეჩოვანში, მდებარეობს. გეოლოგიურად ჭაჭუნის აღკვეთილი ამიერკავკასიის მთათაშუაო ოლქში შედის. ჭაჭუნაში გვხვდება ქვიშები, ქვიშაქვები, თიხები ვულკანური ფერფლის შრეებით, რიყნარები. აღკვეთილის ნაწილი კირქვული კონგლომერატებითაა აგებული. აღკვეთილის სიახლოვეს ცნობილია საკირე კირქვის, აგრეთვე ბიტუმის შემცველობის კირქვის საბადოები და მცირე ტბების სახით წარმოდგენილი ბიტუმის დანაგროვებები. აღკვეთილის რელიეფი ერთგვაროვანი არ არის - ბორცვები, თიხნარი გორაკები, ციცაბო ფერდობები, ტერასები და მშრალი ხევები ძალზე სწრაფად მონაცვლეობს და თავისებურ, ლამაზ ლანდშაფტს ქმნის.