იამბიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:35, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იამბიკო - (ბერძ.) ძველ ბერძნულ პოეზიაში: ლექსის სახეობა, სახუმარო, დაცინვითი შინაარსით; ძველ ქართულ სასულიერო პოეზიაში იამბიკოს უწოდებენ ხუთმუხლიან და თორმეტმარცვლიან ურითმო ლექსს.

ქართულ ჰიმნოგრაფიაში იამბიკო X საუკუნიდან გვხვდება იოანე მტბევარის, იოანე მინჩხის, მიქაელ მოდრეკილის, ეზრასა და სხვათა შემოქმედებაში. ქართული იამბიკოსათვის დამახასიათებელია კიდურწერილბა. XI საუკუნიდან ქართულ იამბიკოში ჩნდება რითმა (ბერენას, დემეტრე I-ის საგალობლები). იამბიკური 12 მარცვლიანი ტაეპი გახლეჩილია ორ არათანაბარ (5 და 7 მარცვალი) ნაწილად. იამბიკოს შესანიშნავი ნიმუშია მეფე დემეტრეს (1125-1159) ცნობილი საგალობლის („შენ ხარ ვენახი“) ბოლო ხუთტაეპიანი სტროფი. იამბიკო როგორც ლიტურგიკული კანონი, გაყოფილია რვა „გალობად“. თითოეულ „გალობაში“ არის ოთხი სტროფი, ხოლო სტროფი ზოგჯერ ხუთზე მეტ ტაეპს შეიცავს (იმის მიხედვით თუ რამდენი ასოა იამბიკოს აკროსტიქში).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები