დიასპორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:18, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ებრაელთა გადასახლება ბაბილონში,
რელიეფი, იერუსალიმი

დიასპორა - (ბერძ.Diaspora) „გაფანტვა“ - აღნიშნავს საკუთარი ქვეყნის გარეთ ერის ნაწილის გავრცელებას.

პირდაპირი მნიშვნელობით დიასპორა ნიშნავს ებრაელების გადასახლებას ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ ძვ.წ. 586 წელს. აგრეთვე, ახ.წ. 70 წელს რომაელების მიერ იერუსალიმის დანგრევისა და 135 წელს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ებრაელთა მთელს მსოფლიოში გაფანტვას. დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ებრაელთა დიასპორას მოიხსენიებდნენ. შემდეგ დიასპორა დაერქვა ბერძნულ, სომხურ, ირლანდიურ და ჩინურ ემიგრაციასაც. სხვა ეროვნების ემიგრანტებს დიასპორად არ მიიჩნევდნენ. ამჟამად ამ ტერმინის მნიშვნელობა გაფართოვდა და დიასპორად იწოდება ყველა დისპერსიული ემიგრანტული თემი (მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა), რომელიც საკუთარი ქვეყნის გარეთ მდებარეობს, მაგრამ ინარჩუნებს თვითიდენტიფიკაციას ისტორიულ სამშობლოსთან.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები