ანექსია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:54, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანექსია - (ფრ. annexion ლათ. annexus) შეერთება, მიერთება, დაპყრობა.
სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის მითვისება ძალით ან მისი გამოყენების მუქარით. XX ს-ის დასაწყისამდე ანექსია განიხილებოდა გამარჯვებული სახელმწიფოს კანონიერ უფლებად. გაეროს წესდებით, ძალის გამოყენებისა და დამუქრების აკრძალვასთან ერთად უკანონოდ გამოცხადდა ანექსიაც. თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ანექსია, როგორც ტერიტორიის შეძენის ფორმა, უკანონო ქმედებად არის მიჩნეული.