ალილუია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:37, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალილუია, ალილუია - (ებრ. hallelù ბრძანებითი კილო სიტყვისა hillel „ადიდეთ“ და jah შემოკლებული ფორმა სიტყვისა Jhwh „უფალი“) - ადიდეთ, ადიდეთ უფალი.
ლიტურგიული შეძახილი, რომელიც წინ უძღვის ფსალმუნებს 104-106; 111-113; 115-117; 135; 146-150. სააღდგომო პერიოდის ტიპური შეძახილი. ხშირად გალობით შერულებული „ალელუია“ წირვისას წინ უძღვის სახარების წაკითხვას, გარდა დიდი მარხვის პერიოდისა.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი 2013 წ.
- ქრისტიანობის ლექსიკონი