ქონდარა ხორბალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:52, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქონდარა ხორბალი – Triticum compactum Host.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი

ქონდარა ხორბალი - (Triticum compactum Host). მიეკუთვნება რბილი ხორბლების Triticum aestivum-ის ჯგუფს. ის საშუალო სიმაღლის მცენარეა, ახასიათებს კომპაქტური, მოკლე (3-5 სმ) თავთავი, შიშველმარცვლიანია. XX ს.-ის 20-40-იანი წლების მონაცემებით, მისი გავრცელება ხორბლის ნათესში მინარევის სახით დამოწმებულია ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში.

ახალციხის მაზრაში ქონდარა ხორბალი ცნობილი იყო „ჩაგველა“ ხორბლის სახელწოდებით. საქართველოში 1935 წლამდე ჩაგვერა ანუ ნამგალა პური გვხვდებოდა, როგორც ნარევი დოლის პურის ყანაში, პატარა ლიახვის ხეობაში ხშირი იყო მისი წმინდა ყანაც (აბესაძე, 1926; Декапрелевич, Менабде, 1929; Менабде, 1929; Декапрелевич, 1942; კეცხოველი, 1957).




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები