ლადეს საგვიანო ბიგარო (ბლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:22, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლადეს საგვიანო ბიგარო

ლადეს საგვიანო ბიგარო - (Bigarreau Tardif de Ladé). ბლის ეს საგვიანო ჯიში გამოყვანილი იყო 70–იან წლებში ლადეს მიერ ჰეიზენჰეიმში რეინზე. ეს ჯიში საინტერესოა მით, რომ ნაყოფი მწიფდება ბლის ყველა ჯიშზე გვიან – სექტემბრის დასაწყისში და დიდხანს ინახება ხეზე.

საქართველოს პირობებში ლადეს ბლის ხეები გვხვდება თითო–ოროლად, ისიც საკოლექციო ნარგავებში.

ამ ჯიშს არ აქვს სამრეწველო მნიშვნელობა, მხოლოდ საინტერესო მასალას წარმოადგენს სელექციისათვის.

ხე ინვითარებს მაღალი შენების ვარჯს, კარგად გვარობს ყველა ნიადაგზე, მოსავლიანია.

ნაყოფი წვრილია, მოგრძო, გულისებრი; ღარი ნაყოფზე ოდნავ ემჩნევა. ნაყოფის კანი ბრჭყვიალაა, ღია წითელი ფერის. ნაყოფის ხორცი ძალიან მკვრივია, მოყვიტალო ფერისაა, მოტკბო გემოსი, კარგად გამოხატული მჟავეობით. კურკა მოგრძოა, ოვალური, თავისუფალი.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები