დიდი ჰერცოგი (ქლიავის ჯიში)
დიდი ჰერცოგი - Grand Duc – ქლიავის ჯიში დიდ ჰერცოგი გამოყვანილია 1876 წელს ინგლისში, თომას რივერსის მიერ, შემოდგომის კომპოტის კურკიდან. საქართველოს რაიონებში ხშირად გვხვდება.
ლამაზი, მსხვილი, ტრანსპორტის ამტანი ნაყოფის გამო დიდი ჰერცოგი სამრეწველო ჯიშად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენს პირობებში, მსხმოიარობა კარგი იცის და კარგადაც ეგუება გარემო პირობებს, მხოლოდ ნაყოფი გემოთი მდარეა და არც იხმარება საჩირედ და კომპოტისათვის.
ხე საშუალო ზრდისაა, მაღალი, ვიწრო ვარჯით, ხშირი დატოტვით.
ფოთოლი მსხვილია, მუქი მწვანე, ბრჭყვიალა.
ყვავილობა ადრეულა აქვს. ჯიში თვითსტერილია.
ნაყოფი მსხვილია (5,2X4 სმ.). ერთი ნაყოფის საშუალო წონა 41,6 გრამს უდრის. ნაყოფი უკუკვერცხისებრი ფორმისაა, ფუძესთან ემჩნევა ამობურცული რგოლი, გვერდები არათანასწორია.
ნაყოფის კანი მუქი მოწითალო-ლურჯი ფერისაა, ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი ფიფქი.
ნაყოფის ხორცი მკვრივია, მოყვითალო, ტკბილი გემოსი. კურკა არ სცილდება ნაყოფის ხორცს.
ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლო რიცხვებში, სექტემბრის დასაწყისში. ნაყოფი ნაკლებად ზიანდება სიდამპლით, მხოლოდ ნაყოფიჭამია აზიანებს მოსავალს.