ვალტორნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:12, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალტორნა

ვალტორნა - (გერმ. Waldhorn - ტყის რქა), უძველესი სასულე მუნდშტუკიანი საკრავი, ხასიათდება რბილი ბგერით. ვალტორნა შედის სასულე ორკესტრისა და სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაში. თანამედროვე ვალტორნა ფა წყობისაა (იშვიათად სი ბემოლისა). მის პარტიას წერენ ვიოლინოს გასაღებით, ჩვეულებრივ ხმოვანებაზე კვინტით მაღლა. ფა წყობის ვალტორნის დიაპაზონია კონტროქტავის სი-დან მეორე ოქტავის ფა-მდე.





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები