გასპარიანი გოარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:59, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გასპარიანი გოარ მიქაელის ასული - (სომხ. Գոհար Միքայելի Գասպարյան 14. XII. 1924, კაირო - 16. V. 2007), სომეხი მომღერალი (სოპრანო), სსრკ სახალხო არტისტი, განათლება მიიღო კაიროში. 1948-იდან სსრკ-ში ცხოვრობს. 1949-იდან ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია.
ფლობდა იშვიათი სილამაზის ხმას და სრულყოფილ ვოკალურ ტექნიკას, ასრულებდა განსხვავებული სტილის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ანუში, შუშანი (ტიგრანიანის „ანუში“, „დავით-ბეგი“), ლუჩია (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“), ლაკმე (დელიბის „ლაკმე“), ვიოლეტა, დეზდემონა (ვერდის „ტრავიატა“, „ოტელო“), როზინა (როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვ.
გასპარიანი საკონცერტო მომღერალიც იყო, გასტროლებით აქვს მოვლილი მრავალი ქვეყანა.