კოლონკელისძე ივანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:59, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ივანე [კოლონკელისძე] - [XII ს. შუა წლები - 1178 წ.].ვარდანის-ძე ჰერეთის ერისთავი და მეჭურჭლეთუხუცესი. XII ს-ის 60-იანი წწ. - 1177/1178 წ. გიორგი III-ის (1156-1184) მეჭურჭლეთუხუცესი, ორბელთა ამბოხის აქტიური მონაწილე.
მას უნდა გულისხმობდეს ვახუშტი, როცა მოგვითხრობს ორბელთა აჯანყების დასახმარებლად მეჭურჭლეთუხუცესის მიერ ჰერ-კახთა და აღმოსავლეთ კავკასიელთა შეკრების შესახებ. ეს ცნობა აძლევს საფუძველს შ. მესხიას იგი ჰერეთის ერისთავ კოლონკელისძეთა საგვარეულოს მიაკუთვნოს. ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ ივანე ვარდანის-ძე [კოლონკელიძე] შეიპყრეს. ამ ამბის შემდეგ კოლონკელიძეებს ჰერეთის ერისთავობა მცირე ხანს ისევ ეპყრათ.
წყაროები და ლიტერატურა
- ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 19;
- შოშიაშვილი 1965: 143;
- მესხია 1979: 117-121.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში