სხვაობა (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:18, 13 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სხვაობა

1) გამოკლების შედეგი.
2) არითმეტიკული პროგრესიის სხვაობა.
3) ორი A და B სიმრავლის სხვაობა – A სიმრავლის ყველა იმ ელემენტის სიმრავლე, რომლებიც არ შედიან B სიმრავლეში A და B სიმრავლეთა სხვაობა აღინიშნება A \ B (ან A-B) სიმბოლოთი.

ასეთი სახელწოდება მოქმედების შედეგისათვის პირველად გამოიყენა ვიდმანმა (1489). ლაიბნიცი როგორც სასრული, ისე უსასრულოდ მცირე ნაზრდებს აღნიშნავდა d ასოთი. ამჟამად მიღებული აღნიშვნა ∆ შემოიღო ეილერმა „დიფერენციალურ აღრიცხვაში“ (1755). იქვე მის მიერ შემოთავაზებულია სასრული სხვაობისათვის აღნიშვნები: y1 - y0 = ∆y0, y2 - y1 = ∆y1 და ა.შ. ამ აღნიშვნების მოხერხებულობა ჩანს ადრე არსებულთან შედარებისას. მაგალითად, ტეილორი x, y, v ცვლადებისათვის პირველ ნაზრდს აღნიშნავდა Sxv005.png სიმბოლოებით, ხოლო მეორე ნაზრდს Sxv007.png სიმბოლოებით. მეოთხეზე ზევით ნაზრდებს მიუთითებდა ციფრებით: Sxv009.png ლაგრანჟი (1792) იყენებდა აღნიშვნას: T1 - T0 = D1, T2 - 2T1 + T0 = D2 და ა. შ.



წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები