მესინჯერი ფილიპ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:24, 5 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფილიპ მესინჯერი − (1583-1640), ინგლისელი დრამატურგი. დაწერა 40-მდე პიესა, ზოგიერთი მათგანი ჯ. ფლეტჩერთან, ტ დეკერთან ერთად. შემონახულია დამოუკიდებლად შექმნილი მისი 15 პიესა. მათ შორის: კომედია „ახალი ხერხი, თუ როგორ უნდა გადაიხადო ძველი ვალი“, ტრაგედია „დიდი ჰერცოგი ფლორენტიელი“, „მილანელი ჰერცოგი“, „საბედისწერო მზითვი“.