კორნელი პიერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ კორნელი

პიერ კორნელი − (ფრანგ. Pierre Corneille, 1606-1684), ფრანგი დრამატურგი. ფრანგული კლასიცისტური ტრაგედიის ფუძემდებელი. დასაწყისში წერდა კომედიებს სასიყვარულო თემაზე. მის შემოქმედებაში გარდატეხა მოხდა პირველი კლასიცისტური ტრაგედიის „სიდის“ დაწერის შემდეგ. ამის შემდგომ მან დაწერა „მედეა“, „ჰორაციუსი“, „ცინა, ანუ ავგუსტუსის გულმოწყალება“, „წამებული პოლიევქტი“, „პომპეის სიკვდილი“, „ირაკლი, ანუ აღმოსავლეთის იმპერატორი“, „ნიკომედი“, „პერტარიტი“, „ოიდიპოსი“ (და სხვ.). მისი თეორიული მოსაზრებები გადმოცემულია სამ ნაშრომში „განსჯანი დრამატული პოეზიის შესახებ“ და პიესების ბოლოსიტყვაობებში.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები