გარიკი დევიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:50, 24 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დევიდ გარიკი – (ინგლ. David Garrick, 1717-1779), ინგლისელი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრის რეფორმატორი.

შექმნა უძლიერესი შექსპირული სახეები. აქტიურ პროპაგანდას უწევდა განმანათლებლობას, სპექტაკლის ღირსებას განსაზღვრავდა ეთიკურ-ზნეობრივი პრინციპებით. ცდილობდა მაყურებლისთვის მაქსიმალურად გასაგები ყოფილიყო გმირის ქცევა და განცდები. ილაშქრებდა კლასიცისტრი შეზღუდვების წინააღმდეგ. მას ჰქონდა ძალზე ფართო დიაპაზონი, ერთნაირი ძალით და სიღრმით ასრულებდა როგორც ტრაგედიულ, ისე კომედიურ როლებს. მთელი სრულყოფილებით ფლობდა გარდასახვის ხელოვნებას, გააჩნდა უდიდესი სცენური ტემპერამენტი, გამოირჩეოდა გამომსახველი საშუალებების უბრალოებით და ამავე დროს ქმნიდა გამოკვეთილ სკულპტურულ ფორმებს. იგი დაუოკებლად ეძებდა გამოსახვის ახალ საშუალებებს, აუმჯობესებდა სცენურ მოედანს, პირველმა გამოიყენა სცენის სიღრმის განათება, რითაც გაადიდა სცენური სივრცე. დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ, მან შეძლო სცენის გათავისუფლება პრივილეგირებული მაყურებლებისაგან. მის გასტროლებს ევროპაში მოჰყვა დიდი რეზონანსი. იგი აღიარეს ინგლისისა და ევროპის უდიდეს მსახიობად.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები