ხელხვავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 18 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხელხვავი – წარმართული წარმოშობის ძველი ქართული რიტუალური (ნადური) პოლიფონიური (სამხმიანი) შრომის ლექს-სიმღერა. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, განსაკუთრებით გურია და აჭარა). სრულდებოდა კალოზე სიმინდის რჩევის, ღომის აღება-დამუშავების დროს („ბეღელი ღომით გაგევსოს, შავი ღვინით – მარანიო“) ან ოჯახში მოსავლის დაბინავების შემდეგ. შესაბამისად არსებობს „კალოს ხელხვავი“ და „სუფრის ხელხვავი“. სიმღერის ტექსტებში იხსენიება უხილავი ძალა, წმინდანები გიორგი და გრიგოლი, მთავარანგელოზი, ახლდა მკვირცხლი და ცოცხალი მოძრაობები.