რიტმი (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:35, 3 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რიტმი – მუსიკალური მოძრაობის საფუძველი, ერთ-ერთი უმთავრესი გამომსახველი და ფორმის შემქმნელი საშუალება მუსიკაში. უფრო ვიწრო მნიშვნელობით რიტმი გულისხმობს სხვადასხვა გრძლიობის მუსიკალური ბგერების თანმიმდევრულ შეხამებას, ფართო გაგებით რიტმის ცნება მოიცავს წილების (დროების) და მახვილების (მეტრული ზომა) მონაცვლეობას, აგრეთვე მუსიკალური ნაწარმოების დანაწევრებას ფრაზებად, წინადადებებად და სხვ. ნაგებობებად, მთელი ფორმის ნაწილების პროპორციის და ურთიერთშეფარდებას. რიტმის გამომსახველობითი მნიშვნელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ტემპთან.